Belive

ანტონიო კონტემ შესაძლოა ლა ლიგის გრანდი ჩაიბაროს

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
გავლენიანი ესპანური ტაბლოიდის AS-ის მტკიცებით, ხულენ ლოპეტეგს შესაძლოა უახლოეს მომავალში "რეალის" მთავარი მწვრთნელის პოსტი დაატოვებინონ.  ლოპეტეგის შემცვლელად კი ანტონიო კონტეს კანდიდატურა განიხილება. გავრცელებული ინფორმაციით, ფლორენტინო პერესი პირადადაა დაინტერესებული ანტონიო კონტეს "სანტიაგო ბერნაბეუზე" ხილვით. აღსანიშნავია, რომ ლოპეტეგისათვის გადამწყვეტი შესაძლოა ესპანეთის ლა ლიგის მე-10 ტურის შეხვედრა აღმოჩნდეს, რომელშიც "რეალი" "ბარსელონას" დაუპირისპირდება. ესპანური ტაბლოიდების მტკიცებით, "ელ კლასიკოში" მარცხის შემთხვევაში, ლოპეტეგი "ბლანკოსის" მთავარი მწვრთნელის პოსტს დაემშვიდობება.  

სხვა სტატიები