Belive

ანტონიო კონტემ შუა თითის ჩვენების გამო ბოდიში მოიხადა

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
იტალიის თასის ნახევარფინალური დაპირისპირების საპასუხო შეხვედრა "იუვენტუსსა" და "ინტერს" შორის ხმაურიანი გამოდგა. ინციდენტი მოხდა ანტონიო კონტესა და ტურინული გრანდის ხელმძღვანელობას შორის. დაპირისპირებული მხარეები ერთმანეთისთვის შეურაცხყოფის მიყენებას არ მორიდებიან, ხოლო "ინტერის" მთავარმა მწვრთნელმა პირველი ტაიმის დასრულების შემდეგ "იუვენტუსის" პრეზიდენტს ანდრეა ანიელის შუა თითი უჩვენა, რაც კამერებს არ გამოპარვიათ. იატლიის ფეხბურთის ფედერაციამ აღნიშნული ინციდენტის გამოძიება დაიწყო და კონტემ აღიარა, რომ არასწორად მოიქცა, როდესაც ასეთი რეაქცია გამოავლინა. ჟურნალისტებთან საუბრისას კონტემ განაცხადა:
" ვთვლი, რომ სწორი იქნება, თუ ავხსნი "იუვენტუსის" სტადიონზე მომხდარ შემთხვევას. ყველამ დაინახა და გაიგო სიმართლე, ჩემთვის ეს მნიშვნელოვანია". " ჩვენ შეიძლება ვიყოთ ფებურთელები, მწვრთნელები ან პრეზიდენტები, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ მისაბაძი მაგალითები ვართ და შესაბამისად უნდა ვიქცეოდეთ". " აქ იმისთვის ვარ, რომ ბოდიში მოვიხადო, არასწორად ვუპასუხე შეურაცხყოფას. შეიძლეაბოდა, რომ სხვანაირი რეაქცია მქონოდა,  მაგალითად, შუა თითის ნაცვლად დიდი თითი მეჩვენებინა". " შეურაცხყოფასა და პროვოკაციაზე რეაგირება სხვაგვარადაც შეიძლება, მიმაჩნია, რომ სხვაგვარად მოქცევა მმართებდა.

 
"იუვენტუსისა" და "ინტერის" შეხვედრა ფრედ 0:0 დასრულდა და "იუვენტუსი" ფინალში გავიდა, რადგან ტურინელებს იტალიის თასის ნახევარფინალის პირველ შეხვედრაში კონტეს შეგირდები 1:2 ჰყავდათ დამარცხებული. იუვენტუსის მეტოქე თასის ფინალში "ატალანტაა". სერია ა-ს მიმდინარე სეზონში ინტერს 21 ჩატარებული შეხვედრის შემდეგ 47 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილზე იმყოფება.  

სხვა სტატიები