ანტონიო რეიესს მეუღლემ სოციალურ ქსელში ემოციური პოსტი მიუძღვნა (ვიდეო)

ავტოკატასტროფაში დაღუპული ხოსე ანტონიო რეიესის ცოლმა, ნოელია ლოპესმა, სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც რეიესი თავის ორ გოგონასთან ერთადაა გადაღებული. ნოელიამ ვიდეოს მეუღლესთან გამოსათხოვარი ემოციური ტექსტიც დაურთო.

“შენ ჩემი ცხოვრების სიყვარული ხარ. არ შემიძლია ავიტანო ის ტკივილი, რომელიც შენმა წასვლამ მომაყენა. შენ მე ცხოვრების აზრი დამაკარგვინე. დღეს უნდა დაგემშვიდობო, მაგრამ ძალა აღარ მაქვს. მალე ყველაფერს გეტყვი, რადგან ჩვენ ერთად ვიქნებით მარადიულ სამყაროში და ისევ ერთი ოჯახი ვიქნებით. დახმარება მჭირდება, რადგან ცხოვრება უშენოდ ვერ წარმომიდგენია. დამეხმარე ჩვენი ბავშვების გაზრდაში. მომეცი ძალა, რომელიც არ მაქვს. შენ დაგვიტოვე საუკეთესო მომენტები და ყოველთვის იცხოვრებ ჩვენს გულებში. მიყვარხარ და მეყვარები სამუდამოდ.”

 

 

View this post on Instagram

Amor de mi vida, no puedo soportar este dolor, que solitas nos dejas. Te llevas mis ganas de vivir. Hoy tengo q despedirme de ti pero no tengo fuerzas, te diré un hasta pronto porque tú y yo estaremos eternamente juntos. Espérame mi vida, volveremos a ser una familia donde estés. Ese día llegabas de un largo viaje y llegaste con quienes te daban vida, esa vida que ayer se nos fue. Ayúdame gordito porque no imagino la vida sin ti. Ayúdame a criar a nuestras hijas. Dame fuerzas, esas q no tengo. Te llevaremos en el pensamiento y vivirás por siempre en nuestros corazones. Nos has dado la mejor vida y nos dejas los mejores recuerdos. En los ojos de Noelia me mirarás y en la sonrisa de Triana sonreirás conmigo. Te amo y te amaré por siempre papi ❤️

A post shared by NOELIA LÓPEZ💋Menos es más 👧🏻👶🏻 (@noelialopezm) on

(16220)

სტატიის ავტორი
-