Belive

ანტონიომ ვესტ ჰემის ლეგენდის შედეგი გააუმჯობესა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ინგლისის პრემიერ ლიგის მე-2 ტურის დასკვნით შეხვედრაში "ვესტ ჰემი" "ლესტერს" დაუპირისპირდა. ლონდონში, "ოლიმპიურ სტადიონზე" გამართული მატჩი "ვესტ ჰემის" გამარჯვებით, ანგარიშით 4:1 დასრულდა. "ჩაქუჩების" გამარჯვებაში მაიკლ ანტონიომ ლომის წვლილი დაიდო და შეიძლება ითქვას, რომ "მელიების" წინააღმდეგ გამართული შეხვედრა, 31 წლის იამაიკელი შემტევის ბენეფისად იქცა. ანტონიომ დუბლი გაიფორმა და საგოლე გადაცემა შეასრულა. გამარჯვებით მოპოვებულ სიხარულთან ერთად, მაიკლ ანტონიომ "ჩაქუჩების" ლეგენდის - პაოლო დი კანიოს შედეგი გააუმჯობესა და პრემიერ ლიგის ერაში, ლონდონური კლუბის ყველაზე შედეგიანი შემტევი გახდა. პრემიერ ლიგის ეგიდით, "ვესტ ჰემის" მაისურით გამართულ 118 შეხვედრაში დი კანიომ 47 გოლის გატანა შეძლო. "ლესტერის" წინააღმდეგ გაფორმებული დუბლის შემდეგ, ანტონიოს ანგარიშზე 49 გოლი დაგროვდა.

სხვა სტატიები