Belive

ანტუან გრიზმანი ატლეტიკოს რეკორდსმენია

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მადრიდის "ატლეტიკოს" ლიდერი, ანტუან გრიზმანი მადრიდული კლუბის რეკორდსმენი გახდა. საქმე იმაშია, რომ "ლა ლიგაში" ფრანგს უკვე 300 შეხვედრა დაუგროვდა, ხოლო უშუალოდ "ატლეტიკოს" რიგებში 83 ბურთის გატანა მოახერხა. ამ მაჩვენებლით გრიზმანი გახდა მადრიდელთა რიგებში პირველი უცხოელი მოთამაშე, რომელმაც 83 ბურთი გაიტანა. აქამდე 82 გატანილი ბურთით საუკეთესო არგენტინელი რუბენ კანო იყო, რომელიც შორეულ 1976-82 წლებში თამაშობდა. წინა ტურის შეხვედრაში გრიზმანმა დუბლი გაიფორმა და სწორედ ამ ორი გოლის მეშვეობით დაამყარა რეკორდი. დღეს, 22 დეკემბერს მას თავისი მაჩვენებლის გაუმჯობესების შანსი აქვს. "ვანდა მეტროპოლიტანოზე" "ატლეტიკო" "ესპანიოლს" მასპინძლობს.

სხვა სტატიები