Belive

ანტუან გრიზმანი ლეო მესის შესაძლო წასვლას გამოეხმაურა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ბარსელონას" თავდამსხმელმა ანტუან გრიზმანმა ლეო მესის გუნდიდან შესაძლო წასვლის საკითხზე საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა. "ვცდილობთ ლეოს შესხებ სიახლეებს ყოველდღიურად გავეცნოთ, თუმცა ეს მხოლოდ მისი და კლუბის ხელმძღვანელობის პირადი საქმეა. მივყვებით იმ ინფორმაციებს, რომელიც გვესმის და იმედი გვაქვს, რომ ლეო დარჩება, მაგრამ რეალურად არაფერი ვიცით. ამჟამად მე საფრანგეთის ნაკრებზე ვარ კონცენტრიერებული", - თქვა 29 წლის შემტევმა. ჯერჯერობით მესის და ბართომეუს დაპირისპირების საბოლოო შედეგი უცნობია, მაგრამ უდიდესი ალბათობით, არგენტინელ სუპერვარსკვლავს კლუბში იძულებით, კიდევ 1 წლის გატარება მოუწევს.

სხვა სტატიები