Belive

ანტუან გრიზმანი: "ყველაზე დიდი პატივია, რომ ვითამაშებ ლეო მესისთან ერთად..."

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
12 ივლისს "ბარსელონამ" ოფიციალურად დაადასტურა, რომ 28 წლის ფრანგი ცენტრფორვარდი - ანტუან გრიზმანი ესპანურ გრანდს შეუერთდა. ანტუან გირზმანმა ესპანურ მედიაში ბევრი კომენტარი გააკეთა, გთავაზობთ ფრანგი ფეხბურთელის პირველ კომენტარებს: "ძალიან ბედნიერი ვარ და ერთი სული მაქვს როდის შევუერთდები გუნდს." "ახალ კლუბში მე მექნება ახალი გამოწვევები, ახალი მიზნები და დიდი იმედი მაქვს ამ ყველაფერს კარგად გამოვიყენებ." "ჩემი მიზანია მოვიგო ესპანეთის ჩემპიონატი, ესპანეთის თასი და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია - ჩემპიონთა ლიგა." "ვესაუბრე უსმან დემბელესა და სამუელ უმტიტის, რომლებიც ჩემი მეგობრები არიან და მინდა, რომ მათთან თამაშისას სიამოვნება მივიღო." "აქ მოვედი ჩემი ოჯახისა და მეგობრების რჩევით, ასევე რაღათქმაუნდა ყველაზე დიდი სურვილი ჩემი იყო. ჩემთვის ყველაზე დიდი პატივია, რომ ვითამაშებ ლეო მესისთან ერთად."    

სხვა სტატიები