Belive

ანტუან გრიზმანი: "ვიცი სადაც მსურს კარიერის გაგრძელება"

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მადრიდის "ატლეტიკოს" შემტევმა ნახევარმცველმა დაახლოებით ერთი თვის წინ კლუბის დატოვების შესახებ განცხადება გააკეთა, თუმცა ამ დრომდე მისი მომავალი უცნობია. ვარაუდობენ, რომ ფრანგი ოფიციალურად "როხიბლანკოს" პირველ ივლისს დატოვებს, როდესაც კონტრაქტის მიხედვით მისი გამოსასყიდი თანხა 200 მილიონი ევროდან 120 მილიონამდე ჩამოვა.
"მე ვიცი სადაც ვაპირებ თამაშს, ვიცი სადაც მინდა წავიდე და რა უნდა შევწირო იმას რომ მანდ მოვხვდე. მე უბრალოდ ვითხოვ ცოტა მოთმინებას და სულ ცოტა ხანში გაირკვევა თუ სად გავაგრძელებ კარიერას", - განუცხადა გრიზმანმა "Telefoot"-ს.
შეგახსენებთ, რომ 28 წლის მსოფლიო ჩემპიონის გადაბირებით "ბარსელონა" და "პსჟ" არიან დაინტერესებულნი.

სხვა სტატიები