Belive

ანტუან გრიზმანის კარიერის 5 საუკეთესო გოლი

4 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ
ანტუან გრიზმანმა თავისი პროფესიონალური კარიერა "რეალ სოსიედადში" დაიწყო. ბასკურ კლუბში ფრანგმა შემტევმა 2009-14 წლებში ითამაშა. ამ დროის განმავლობაში 201 მატჩში 53 ბურთის გატანა შეძლო. სან-სებასტიანში კარგი თამაშის გამო მისით "ატლეტიკო" დაინტერესდა და გრიზმანმა კარიერა მადრიდში გააგრძელა. "ატლეტიკოს" შემადგენლობაში 257 თამაში ჩაატარა და 133-ჯერ შეძლო თავის გამოჩენა. მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში კი გრიზმანი "ბარსელონას" ფეხბურთელი გახდა. ჯერჯერობით მას ოფიციალური თამაში არ ჩაუტარებია. ზუსტად 10 წლის წინ, 2009 წლის 1 აგვისტოს გრიზმანმა თავისი პირველი ბურთის გატანა შეძლო. მას შემდეგ ფრანგი თავდამსხმელი საკმაოდ ბევრს იტანს. ამ სტატიაში კი გთავაზობთ გრიზმანის კარიერაში 5 საუკეთესო გატანილ ბურთს.

#5 "რეალ სოსიედადი" Vs. "ლიონი"

2013/14 წლების სეზონში "რეალ სოსიედადი" ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში "ლიონს" დაუპირისპირდა. პირველი შეხვედრა ბასკებმა სტუმრად 0:2 მოიგეს. ამ შეხვედრაში, მე-17 წუთზე კარლოს ველას გადაცემა გრიზმანმა გამოიყენა და ეფექტური დარტყმით ანგარიში გახსნა. საბოლოოდ ორი მატჩის ჯამში "სოსიედადმა" 4:0 მოიგო და ჯგუფურ ეტაპზე გავიდა.

#4 "ატლეტიკო" Vs. "სევილია" 

2018/19 წლების "ლა ლიგის" სეზონის მე-18 ტურში, "სევილიამ" "ატლეტიკოს" უმასპინძლა. მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა. მადრიდელთა მხრიდან თავის გამოჩენა გრიზმანმა შეძლო. ფრანგმა ანგარიში გაათანაბრა და მადრიდელებს ქულა გადაურჩინა. გრიზმანმა საჯარიმო დარტყმა ზუსტად შეასრულა.

#3 "ატლეტიკო" Vs. "როსტოვი"

UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის 2016/17 წლების სეზონის ჯგუფურ ეტაპზე მადრიდის "ატლეტიკო" საკუთარ მოედანზე "როსტოვს" დაუპირისპირდა და 2:1 დაამარცხა. იმ შეხვედრაში გრიზმანმა ეფექტური ბურთი გაიტანა.

#2 "ატლეტიკო" Vs. "რომა"

ჩემპიონთა ლიგის 2017/18 წლების სეზონი "ატლეტიკოსთვის" დასამახსოვრებელი არ გამოდგა. გუნდი ჯგუფში ჩარჩა, თუმცა მე-5 ტურში მადრიდელებმა საკუთარ მოედანზე "რომა" 2:0 დაამარცხეს. იმ შეხვედრაში გრიზმანმა მორიგი ეფექტური გოლით დაგვამახსოვრა თავი.

#1 "ატლეტიკო" Vs. "დეპორტივო"

2016/17 წლების "ლა ლიგის" სეზონი "ატლეტიკომ" მე-3 ადგილზე დაასრულდა. 25-ე ტურში კი გუნდი "დეპორტივოს" ესტუმრა. მატჩი ფრედ, 1:1 დამთავრდა. ანტუან გრიზმანმა ამ შეხვედრაშიც საკმაოდ ეფექტური გატანილი ბურთით შეძლო თავის გამოჩენა და წონაწორობის აღდგენა.
  2019/20 წლების საფეხბურთო სეზონში ანტუან გრიზმანი "ბარსელონას" შემადგენლობაში ითამაშებს. გულშემატკივარი ფრანგი შემტევისგან კვლავ უმაღლესი დონის თამაშსა და არაერთ გატანილ ბურთს ელოდება. "ბარსელონა" პირველ ოფიციალურ შეხვედრას 16 ივლისს, "ლა ლიგის" პირველ ტურში გამართავს. კატალონიელები სტუმრად ბილბაოში ჩავლენ და ადგილობრივ "ატლეტიკს" დაუპირისპირდებიან.

სხვა სტატიები