Belive

ანტუან გრიზმანსა და უსმან დემბელეს რასიზმში ადანაშაულებენ (ვიდეო)

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

საფრანგეთის ეროვნული ნაკრებისა და კატალონიის ,,ბარსელონას'' ფეხბურთელებს - უსმან დემბელესა და ანტუან გრიზმანს რასიზმში ადანაშაულებენ. ინფორმაციას South China Morning Post-ი ავრცელებს. ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ფრანგები სასტუმროს ნომერში ტელევიზორის აზიელ შემკეთებლებს დასცინიან:

,,ყველა ეს მახინჯი სახე იმისთვის, რომ შენ Pro Evolution Soccer-ი ითამაშო? არ გრცხვენია? - ეუბნება დემბელე გრიზმანს, რაზეც ორივე ფეხბურთელი იცინის.
ვიდეო, რომელიც ამ კვირაში გავრცელდა, 2019 წელსაა გადაღებული.

სხვა სტატიები