Belive

ანზორ მექვაბიშვილი: "სანაკრებო გამოცდილება ევროტურნირზე წნეხის მოხსნაში დამეხმარება"

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
უეფას კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საწყის შეხვედრას "დინამო თბილისი" ესტონური "პაიდეს" წინააღმდეგ 7 ივლისს, "დინამო არენაზე" გამართავს. მატჩის წინ, მოახლოებულ შეხვედრასთან დაკავშირებით კომენტარი ქვეყნის ექს-ჩემპიონის საყრდენმა ნახევარმცველმა ანზორ მექვაბიშვილმა გააკეთა.
"საერთაშორისო დონის მატჩებს თან განსაკუთრებული დაძაბულობა ახლავს, თუმცა, ვცდილობ ყველა თამაშს პროფესიონალურად მივუდგე და ყველაფერი გავაკეთო. ხალხი და ეს ყველაფერი ისეთ გარემოს ქმნის, რომ თავდაპირველად საერთაშორისო მატჩების დროს გარკვეული წნეხი არსებობს და ეს რთულია, რადგანაც საქართველოს ჩემპიონატზე იმდენი ხალხი არ დადის და ფეხბურთელები შეუჩვევლები არიან. ვფიქრობ, საქართველოს ნაკრებში მიღებული გამოცდილება გამომადგება, რომ უახლოეს შეხვედრებს წნეხის გარეშე შევხვდე. გულშემატკივრის როლი ფეხბურთში ძალიან მნიშვნელოვანია და მინდა მათ მოვუწოდო, რომ ამ საერთაშორისო მატჩზე მოვიდნენ და მხარი დაგვიჭირონ. გულშემატკივრის როლის მაგალითია ბათუმი და საქართველოს ნაკრების საშინაო შეხვედრები. მათ მოვუწოდებ, რომ მოვიდნენ და გვერდში დაგვიდგნენ", - აღნიშნა მექვაბიშვილმა.
"დინამო თბილისისა" და ესტონური "პაიდეს" დაპირისპირება “დინამო არენაზე” 7 ივლისს, 21:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები