Belive

აფრიკის კონტინენტის წლის საუკეთესო ფეხბურთელი გამოვლინდა

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ეგვიპტელი თავდამსხმელი, "ლივერპულის" ლიდერი მოჰამედ სალაჰი ზედიზედ მეორედ აფრიკის კონტინენტის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. მას კონკურენციას მისივე თანაგუნდელი, სენეგალელი სადიო მანე და "არსენალის" გაბონელი შემტევი, პიერ ემენიკ ობამეიანგი უწევდნენ. მოჰამედ სალაჰი გასულ სეზონში "ლივერპულის" უდავო ლიდერი იყო. მიმდინარე სეზონშიც ის ნელ-ნელა შევიდა ფორმაში. აფრიკის კონტინენტის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად მაროკოელი აშრაფ ჰაკიმი დასახელდა, რომელიც მადრიდის "რეალიდან" დორტმუნდის "ბორუსიაშია" განათხოვრებული. რაც შეეხება სიმბოლურ გუნდს, ის ასე გამოიყურება: მეკარე: დენის ონიანგო (მამელოდი სანდაუნზი, უგანდა) მცველები: სერჟ ორიე (ტოტენჰემი, კოტ დ'იუვარი), მეჰდი ბენატია (იუვენტუსი, მაროკო), ერიკ ბაილი (მანჩესტერ იუნაიტედი, კოტ დ'იუვარი), კალიდუ კულიბალი (ნაპოლი, სენეგალი). ნახევამცველები: ნაბი კეიტა (ლივერპული, გვინეა), ტომას პარტეი (ატლეტიკო, განა), რიად მაჰრეზი (მანჩესტერ სიტი, ალჟირი). თავდამსხმელები: მოჰამედ სალაჰი (ლივერპული, ეგვიპტე), სადიო მანე (ლივერპული, სენეგალი), პიერ ემენიკ ობამეიანგი (არსენალი, გაბონი).

სხვა სტატიები