Belive

აფრიკის თასზე მალის ნაკრების ვარჯიში სროლის გამო შეწყდა

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
აფრიკის ეროვნებათა თასის პირველი ტურის შეხვედრის წინ, რომელშიც მალის ნაკრებმა ტუნისს - 1:0 აჯობა, გამარჯვებულ გუნდს მატჩისწინა ვარჯიშის შეჩერება მოუწია, რისი მიზეზიც სამთავრობო ძალებსა და ამბოხებულებს შორის ცეცხლსასროლი იარაღით დაპირისპირება გახდა. კამერუნის დასავლეთ ნაწილში, ლიმბეს საწვრთნელ ბაზაზე, იქ სადაც მალისა და ტუნისის ნაკრებები ვარჯიშობდნენ, ამბოხებული ძალები შეიჭრნენ. ტუნისთან შეხვედრამდე რამდენიმე საათით ადრე, მალის ნაკრებს სავარჯიშო სესიის შეჩერება მოუწია, მათ რიგებში პრემიერ ლიგის ვარსკვლავები ივ ბისუმა და მუსა ჯენეპოც არიან. სამთავრობო ძალებსა და სეპარატისტთა შორის სროლის დროს, ორი ადამიანი დაიღუპა, ხუთი კი დაშავდა.  ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ეს ფაქტი იმ რაიონში მოხდა, რომელიც მძიმედ იყო დაკომპლექტებული არმიის საგუშაგოებით და საწვრთნელი ცენტრი ლიმბის გზაზე მდებარეობდა. ამბოხებულებმა გააპროტესტეს მატჩების ქვეყნის დასავლეთ ნაწილში მასპინძლობა და მათ უკვე აიღეს პასუხისმგებლობა თავდასხმებზე, მანამდე კი ძალადობით იმუქრებოდნენ. ბლეზ ჩამანგომ, ადამიანის უფლებათა დაცვის წარმომადგენელმა ამ მხარეში, თქვა: „ამ დილით ქალაქის ირგვლივ სროლები იყო. ჩვენ ასევე მივიღეთ ინფორმაცია, რომ ბაზარში ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინეს. ამ ტერიტორიაზე სეპარატისტთა ჯგუფები და უსაფრთხოების ძალები იბრძოდნენ. არასახელმწიფოებრივ ჯგუფებს სურთ შექმნან შთაბეჭდილება, რომ არაფერი არ უნდა მოხდეს სამხრეთ-დასავლეთ რეგიონში". ტურნირი, რომელიც თავდაპირველად 2021 წლის იანვარში უნდა ჩატარებულიყო, კორონავირუსის პანდემიის გამო გადაიდო და 9 იანვარს დაიწყო. საინტერესოა, რომ აფრიკის თასის საწყის 9 მატჩში მხოლოდ ცხრა გოლი გავიდა.

სხვა სტატიები