Belive

"აქ თამაში სასიამოვნო იყო" - მანჯუკიჩმა მილანი დატოვა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მარიო მანჯუკიჩმა "მილანი" დატოვა. ამის შესახებ განცხადება 35 წლის ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში გააკეთა.
"მილანში" თამაში სასიამოვნო იყო. ამ შესაძლებლობისთვის მადლიერი ვარ კლუბის ხელმძღვანელობის, ასევე სამწვრთნელო შტაბსა და თანაგუნდელებს გაწეული სამუშაოსთვის. ბედნიერი ვარ, რომ მოვახერხეთ ამ დიდი კლუბის ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნება," - წერს მანჯუკიჩი.
შეგახსენებთ, რომ მარიო "მილანში" მიმდინარე წლის იანვარში გადავიდა. გამოცდილი თავდამსხმელის დაბრუნება იტალიაში წარუმატებელი გამოდგა - არცერთი გოლი და საგოლე გადაცემა მის ანგარიშზე

სხვა სტატიები