Belive

არ დავნებდები | ერიკსენის ემოციური განცხადება გულის შეტევის შემდეგ

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
EURO 2020-ზე, დანიისა და ფინეთის მატჩის დროს ტრაგედია დატრიალდა. პირველი ტაიმის მიწურულს, დანიის ნაკრების ლიდერმა კრისტიან ერიკსენმა გულის შეტევა მიიღო და მოედანზე უგონოდ დაეცა. ერიკსენის სიცოცხლის გადასარჩენად, დანიელი ექიმები დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში იბრძოდნენ. უკანასკნელი ცნობების მიხედვით, ოფიციალურად დადასტურდა, რომ დანიის ნაკრების შემტევის, კრისტიან ერიქსენის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და ფეხბურთელი გონებაზეა. Gazzetta dello Sport-თან საუბარში, კრისტიან ერიკსენმა ემოციური მიმართვა გაავრცელა და გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა.
"არ დავნებდები. თავს უკეთესად ვგრძნობ, თუმცა მსურს მომხდარში დეტალურად გავერკვე. ყველას მადლობას გიხდით იმისათვის, რაც ჩემთვის გააკეთეთ", - ციტირებს ერიკსენის სიტყვებს Gazzetta dello Sport-ი.

სხვა სტატიები