Belive

"არ გვაინტერესებს რა იყო წარსულში" - ზურაბ ხიზანიშვილმა ბუდუ ზივზივაძის საკითხზე ისაუბრა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლის ასისტენტმა, ზურაბ ხიზანიშვილმა ეროვნულ გუნდში ბუდუ ზივზივაძის შესაძლო გამოძახების შესახებ ისაუბრა, რომელსაც ვლადიმირ ვაისი არ ენდობოდა. "ხაზს გავუსვამ, რომ პირველივე დღიდან არ ვაქცევთ ყურადღებას თუ რა იყო წარსულში. ეს იყო სანიოლის მოსაზრება და მეც დავეთანხმე, რომ არაფერს არ მოგვიტანდა წარსულის გახსენება. როგორც ბუდუ ზივზივაძეს, ისე ბექა მიქელთაძეს, ბაჩო არაბულს და სხვა ყველა ფეხბურთელს შანსი მიეცემათ. თავდასხმის ხაზში შეიძლება ითქვას, რომ ფუფუნება გვაქვს, რადგან ბევრი ისეთი ფორვარდი გვყავს, რომელიც სტაბილურად თამაშობს და გოლების გატანას ახერხებს. არჩევანი მართლაც დიდი გვაქვს", - ამბობს ეროვნული გუნდის ყოფილი ცენტრალური მცველი. საქართველოს ნაკრები 2021 წელს, მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი ტურის მატჩით, 26 მარტს, შვედეთის წინააღმდეგ დაიწყებს.

სხვა სტატიები