Belive

"არ ველოდი, რომ შეხვედრას შემოვატრიალებდით" - პეპ გვარდიოლა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

"ტოტენჰემთან" გამარჯვების შემდეგ, პეპ გვარდიოლამ განაცხადა, რომ პრემიერ ლიგის ზედიზედ მესამედ მოგება გადაწყვეტილი აქვს. აღნიშნული გამარჯვებით, "სიტიმ" პირველადგილოსან "არსენალთან" სხვაობა 5 ქულამდე შეამცირა. ესპანელმა თავკაცმა ისიც დაამატა, რომ სურს მისი ფეხბურთელების თვალებში ცეცხლს ხედავდეს. მოპოვებული სამი ქულის მიუხედავად, გვარდიოლა თვლის, რომ მის გუნდს გაუმჯობესება სჭირდება.

"ჩვენ ყველა სიტუაციაში ცეცხლივით უნდა ვიმოქმედოთ. "არსენალს" ჩამოვრჩებით, თუმცა, მსგავს სიტუაციაში აქამდეც ვყოფილვართ. დღეს გაგვიმართლა. არ ველოდი, რომ შეხვედრას შემოვატრიალებდით. იმ ფორმისგან შორს ვართ, როგორშიც ადრე ვიყავით. ვნება, სურვილი და ბრძოლისუნარი დავკარგეთ. თუ არ შევიცვლებით უფრო მეტ ქულას დავკარგავთ." - განაცხადა პეპ გვარდიოლამ.

შემდეგი შეხვედრა "მანჩესტერ სიტის" კიდევ ერთი უხერხული მოწინააღმდეგის წინააღმდეგ ელის. "ქალაქელების" მომავალი მეტოქე "ვულვერჰემპტონი" იქნება. აღნიშნული დაპირისპირება 22 იანვარს, 18:00 საათზე გაიმართება.

სხვა სტატიები