Belive

"არა რასიზმს!" - ხოჭოლავამ თანაგუნდელებს მხარი დაუჭირა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
უკრაინის ჩემპიონატის მე-14 ტურის მატჩში, სადაც დონეცკის "შახტარმა" შინ კიევის "დინამოს" მოუგო, (1:0) სამწუხარო ფაქტი დაფიქსირდა. შეხვედრის 81-ე წუთზე "შახტარის" ბრაზილიელმა ლეგიონერმა, ტაისონმა სტუმართა სექტორისკენ ბურთი ისროლა. ამის მიზეზი "დინამოს" ფანებისგან მიღებული რასისტული შეურაცხყოფა გახდა. ტაისონმა მომხდარის შემდეგ ცრემლები ვერ შეიკავა და მოედანი დატოვა. "შახტარის" კიდევ ერთმი ბრაზილიელი ფეხბურთელი, დენტინიო თანამემამულეს გასახდელისკენ აცრემლებული გაჰყვა. მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა, რის შემდეგადაც ტაისონს მსაჯმა წითელი ბარათი უჩვენა. თანაგუნდელებს მხარი დაუჭირა დავით ხოჭოლავამ. "შახტარის" ქართველი ცენტრალური მცველი რასიზმის წინააღმდეგ სოციალურ ქსელში გამოვიდა: "არა რასიზმს! არ უსმინოთ ბრიყვ ადამიანებს ქვის ხანიდან."
20191111_214952
 

სხვა სტატიები