Belive

"არა რასიზმს" - კომპანიმ თამაშის შემდეგ კომენტარზე უარი თქვა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ბელგიის ჩემპიონატის გასულ ტურში "ბრიუგე" შინ "ანდერლეხტს" დაუპირისპირდა. გუნდები შედეგიან ფრეს (2:2) დასჯერდნენ. შეხვედრის მასპინძელი გუნდის ფანებმა სტუმართა მთავარ მწვრთნელს, ვინსენ კომპანის რასისტული შეუარცხყოფა მიაყენეს. ამის გამო, ბელგიელმა სპეციალისტმა მატჩისშემდგომ შეფასებაზე ჟურნალისტებს უარი უთხრა. "ბრიუგეს" ოფიციალურმა გვერდმა დაპირისპირების შემდეგ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, კლუბი შეეცდება რასისტი მაყურებლის იდენტიფიცირებას და მათ სტადიონზე დასწრების უფლება შეეზღუდებათ.

სხვა სტატიები