Belive

არა რასიზმს - მილანი და რომა Corriere dello Sport-ის წინააღმდეგ გაერთიანდნენ

4 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
გავლენიანი იტალიური სპორტული გამოცემა Corriere dello Sport დიდ სკანდალში გაეხვა. იტალიაში აგორებული სკანდალის მიზეზი, Corriere dello Sport-ის მთავარ გვერდზე განთავსებული რასისტული შინაარსის პოსტერი გახდა. 6 დეკმებერს, სერია ა-ს ეგიდით გასამართ შეხვედრაში "ინტერი" "რომას" დაუპირისპირდება. პრინციპული მატჩის წინ, Corriere dello Sport-მა აქცენტი არა ტიტულოვანი კლუბების დაპირისპირებაზე - არამედ რომელუ ლუკაკუსა და კრის სმოლინგის კანის ფერზე გააკეთა და მატჩის დღე "შავ პარასკევად" (Black Friday) მოიხსენია. Corriere dello Sport-ის ქმედებამ იტალიაში ვნებათაღელვა გამოიწვია. უამრავმა სპორტულმა ჟურნალისტმა, ფეხბურთელმა და გამოჩენილმა პირმა გამოცემის ქმედება რასიზმის გაღვივების ხელშეწყობად ჩათვალა. რასიზმის წინააღმდეგ ბრძოლას იტალიური გრანდები "მილანი" და "რომაც" შეუერთდნენ. იტალიური ფეხბურთის ორმა გიგანტმა საერთო მოხსენება გამოაქვეყნა, რომელშიც Corriere dello Sport-ის ქმედება დაგმობილია და გამოცემის წინააღმდეგ სანქციებია დაწესებული.
Untitled
"გამოცემის მთავარ გვერდზე განთავსებული ბანერის გამო ("შავი პარასკევი") "მილანი" და "რომა" Corriere dello Sport-ს ვარჯიშებზე არ დაუშვებენ. ჩვენ ასევე მოვუწოდებთ ჩვენს ფეხბურთელებს, თავი შეიკავონ Corriere dello Sport-თან საუბრისგან და გამოცემას ინტერვიუები არ მისცენ. ჩვენ ღრმად გვწამს, რომ Corriere dello Sport-ის ქმედება რასიზმის გაღვივებას შეუწყობს ხელს - აღნიშნულიდან გამომდინარე, გამოცემასთან მინიმუმ წლის ბოლომდე ყოველგვარ კავშირს ვწყვეტთ", - აღნიშნულია "მილანისა" და "რომას" ერთობლივ განცხადებაში. Corriere dello Sport-ის ქმედება ნეგატიურად შეაფასეს და დაგმეს რომელუ ლუკაკუმ და კრის სმოლინგმაც. ლუკაკუს მტკიცებით, უმჯობესი იქნებოდა თუ გამოცემა მთავარ აქცენტს მატჩის პრინციპულობასა და გუნდების სიძლიერეზე გააკეთებდა.

სხვა სტატიები