Belive

არამხოლოდ პავარი - ბაიერნის სამიზნეში კიდევ ორი ფეხბურთელია!

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მიუნხენის "ბაიერნი" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის განმავლობაში ფრანგი მარჯვენა მცველის ბენჟამინ პავარის გადმობირებას აპირებს. ამის შესახებ ხმები ბოლო პერიოდში გავრცელდა და როგორც "რეკორდმაისტერის" პრესცენტრი იუწყება დიდი ალბათობით ტრანსფერი ზაფხულში განხორციელდება. გავლენიანი გერმანული გამოცემა "BILD" იუწყება, რომ მიუნხენელები პავარის გარდა ორ ფეხბურთელს უმიზნებენ, ესენი არიან - ლუკა ერნანდესი და ტიმო ვერნერი. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია ახლახანს გავრცელდა, დეტალები კი ჯერჯერობით ცნობილი არ არის.  

სხვა სტატიები