Belive

"არაფერი პირადული.. ლონდონი წითელია" - გაბრიელ მაგალიაესი

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

გუშინ პრემიერ ლიგაში ლონდონური დერბი გაიმართა. ერთმანეთს "ჩელსი" და "არსენალი" დაუპირისპირდნენ და შეხვედრა ამ უკანასკნელის გამარჯვებით დასრულდა. "მეთოფეთა" გამარჯვებაში დიდი წვილილი შეიტანა გაბრიელ მაგალიაესმა, რომელმაც ერთადერთი გოლი 63-ე წუთზე გაიტანა.

ლონდონური დერბის წინ, BT Sport-თან საუბრისას ობამეიანგმა ასეთი, რამ განაცხადა: " არაფერი პირადული. მე დავბრუდნი. მე ლურჯი ვარ. მე მზად ვარ." მოგებული შეხვედრის შემდეგ, "არსენალის" 24 წლის ბრაზილიელმა მცველმა, საკუთარი სოციალური ქსელის საშუალებით, ასეთი პოსტი გაავრცელა და გაბონელ ფორვარდს უპასუხა: "არაფერი პირადული.. ლონდონი წითელია."

"არსენალისთვის" აღნიშული გამარჯვება ძალზედ მნიშვნელოვანი იყო, რადგან ლონდონელებმა პირველი ადგილი დაიბრუნეს. არტეტას გუნდს პრემირ ლიგაში 34 ქულა აქვს დაგროვებული და მეორეადგილოსან "სიტის" ორი ქულით უსწრებს.

სხვა სტატიები