Belive

არარატი ევროპა ლიგის პლეი-ოფში დამარცხდა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
დღეს ევროპა ლიგის პლეი-ოფის საპასუხო მატჩები გაიმართა. გამოვლინდა ყველა ის გუნდი, რომელიც 2019/20 წლების სეზონში ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს. ჩვენთვის საკმაოდ საინტერესოა "დუდელანჟისა" და "არარატ-არმენიას" დაპირისპირება. შეგახსენებთ, რომ სომხურმა კლუბმა წინა ეტაპზე "საბურთალო" გამოაგდო. "არარატს" "დუდელანჟი" პირველ შეხვედრაში ბოლო წამებზე 2:1 ჰყავდა დამარცხებული. რაც შეეხება დღევანდელ თამაშს, ლუქსემბურგის ჩემპიონმა შინ "არარატს" იგივე ანგარიშით 2:1 მოუგო. ორრაუნდიან შეხვედრაში გამარჯვებული ვერც დამატებით ტაიმებში გამოვლინდა. საბოლოო ჯამში "დუდელანჟმა" სომხური კლუბი პენალტების სერიაში დაამარცხა. "დუდელანჟი" ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ზედიზედ მეორედ გავიდა.

სხვა სტატიები