Belive

არარატი საბურთალოსთან შეხვედრას ორიგინალურად გამოეხმაურა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ჩემპიონი "საბურთალო" სომხეთის ჩემპიონს, "არარატს" დაუპირისპირდება. სომხები აღნიშნულ შეხვედრას ორიგინალურად გამოეხმაურნენ და საკუთარ Facebook გვედრზე პოსტი დაწერეს.
"მოემზადეთ სომხურ-ქართული მეგობრული დაპირისპირებისთვის. მოდით სტადიონზე და მხარი დაგვიჭირეთ. ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩვენი მეტოქე საქართველოს ჩემპიონი საბურთალო იქნება. მატჩი 6 აგვისტოს, 19:00 საათზე დაიწყება. ჩვენ გვაქვს ჩვენი თანამემამულეების მხარდაჭერის იმედი" - წერია "არარატის" Facebook პოსტში.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე "საბურთალო" "ზაგრების დინამოსთან" ორი მატჩის ჯამში 5:0 დამარცხდა და ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გადაინაცვლა.

ასევე იხილეთ: რას წარმოადგენს საბურთალოს მომავალი მეტოქე არარატ-არმენია?

სხვა სტატიები