Belive

არარატის მწვრთნელი: "დამსახურებულად გავიმარჯვეთ"

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
დღეს "საბურთალო" შინ "არარატთან" 0:2 დამარცხდა. თბილისელებმა სომხებთან ორი მატჩის ჯამში 2:3 წააგეს და ევროპა ლიგას მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე გამოეთიშნენ. "არარატის" მთავარმა მწვრთნელმა, ვარდან მინასიანმა თამაშის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა. "საბურთალოს" შეცდომები ჩვენი კარგი თამაშიდან გამომდინარეობდა, რადგან მეტოქის თამაში კარგად შევისწავლეთ. მიზანი გვქონდა, რომ მოედნის ორივე ნახევარზე კარგად გვეთამაშა. საბოლოო ჯამში კარგი მატჩი გამოვიდა, სტადიონიდან წნეხი იყო, მაგრამ მთავარი ისაა, რომ ყველაფერი სწორად შევასრულეთ და დამსახურებულად გავიმარჯვეთ," - თქვა ვარდან მინასიანმა.  

სხვა სტატიები