Belive

არასპორტული საქციელის გამო ქეცბაია კვიპროსში დააჯარიმეს

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
თემურ ქეცბაია კვიპროსის ფეხბურთის ფედერაციამ კიდევ ერთხელ დააჯარიმა. როგორც ცნობილია, 2 ტურის წინ, "ომონიასთან" 2:3 წაგებულ მატჩში, ქართველმა სპეციალისტმა "არასპორტული საქციელი ჩაიდინა". კვიპროსული მედია აღნიშნავს, რომ ორივე შემთხვევაში ეს "ანორთოსისის" ფეხბურთელების მიმართ დაფიქსირდა. შეგახსენებთ, რომ ქეცბაიას ჯარიმის გადახდა აქამდეც მოუწია. "ანორთოსისის" მწვრთნელმა პრესკონფერენციებზე ჟურნალისტების კითხვებს არ უპასუხა, რისთვისაც რამდენჯერმე დაისაჯა. კვიპროსის ჩემპიონატში ჩატარებული 18 მატჩის შემდეგ ქართველების "ანორთოსისს" 33 ქულა აქვს და მე-4 ადგილზეა.

სხვა სტატიები