Belive

არაუხო: "ახლა ჩვენი მიზანია ევროპა ლიგის მოგება"

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის მატჩში “ბარსელონა” სტუმრად “ბაიერნთან” 0:3 დამარცხდა და ტურნირი მე-3 ადგილზე დაასრულა. კატალონიელთა მცველმა რონალდ არაუხომ თამაშის შემდეგ კომენტარი გააკეთა.
"თავიდან შანსები გვქონდა, თუმცა გოლი მეტოქემ გაიტანა. "ბაიერნის" პირველმა ბურთის შემდეგ ჩვენი თავდაჯერება დაეცა. სიმართლეა, რომ ამჟამად ევროპის საუკეთესო გუნდებს შორის არ ვართ. ასე რომ იყოს, ჯგუფიდან გავიდოდით. ახლა ჩვენი მიზანი ევროპა ლიგის მოგებაა," - თქვა არაუხომ.

სხვა სტატიები