Belive

არაუხომ ესპანიოლთან მატჩის ინციდენტის შემდეგ ბოდიში მოიხადა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლა ლიგის გასულ ტურში კატალონიური დერბი გაიმართა - "ესპანიოლსა" და "ბარსელონას" შორის გამართული შეხვედრა 2:2 დასრულდა. მატჩში არაერთი დაძაბული მომენტი იყო, ფეხბურთელებმა კი ორი წითელი ბარათიც მიიღეს. ერთ-ერთი ასეთი ეპიზოდის დროს "ესპანიოლის" ფეხბურთელი ნიკო მელამედი მოედნიდან გააძევეს, რა დროსაც მასთან რონალდ არაუხო მივიდა. ურუგვაელმა მცველმა მეტოქეს საკმაოდ უხეშად მიმართა და მას სეგუნდა დივიზიონისკენ მიუთითა.

ცოტა ხნის წინ არაუხომ აღნიშნულის გამო ბოდიში მოიხადა. რონალდმა განცხადება სოციალურ ქსელში გაავრცელა.
"ეს ყველაფერი დერბისგან გამოწვეული დაძაბულობის ბრალი იყო. თავს ღირსეულ პიროვნებად მივიჩნევ და პატივისცემას გამოვხატავ მეტოქე გუნდისა და მისი ფანების მიმართ, ამიტომაც, არ ვამაყობ იმით, რაც მოხდა," - წერს არაუხო.

სხვა სტატიები