Belive

არბიტრი პორტუგალიის ჩემპიონატიდან - ვინ განსჯის დინამო-სლოვანის დაპირისპირებას

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრაში, "დინამო ბათუმი", ბრატისლავის "სლოვანს" უმასპინძლებს. შეხვედრას, რომელიც 13 ივლისს, ბათუმში უნდა გაიმართოს, პორტუგალიელი მთავარი არბიტრი, ანტონიო ნობრე მოემსახურება. 33 წლის რეფერი სამსაჯო კარიერაში ჯერ ახალბედაა და საერთაშორისო დონეზე მუშაობის ვრცელი წარსული და გამოცდილება არ აქვს. მისი დებიუტი პორტუგალიის პრიმეირა ლიგაში 2017 წელს შედგა, ხოლო ფიფას კატეგორიის მსაჯის წოდება 2019 წელს მიიღო. აქამდე, ანტონიო ნობრეს ქართულ და სლოვაკურ ფეხბურთთან შეხება არ ჰქონია და ამ ქვეყნის წარმომადგენელი კლუბების ან ნაკრებების შეხვედრებზე არასდროს უმუშავია. ზოგადად, ანტონიო ნობრეს მიერ განსჯილ შეხვედრებში ყვითელი და წითელი ბარათები ხშირი სანახავია. მაგალითად, 2021/22 წლების სეზონში, პორტუგალიის ჩემპიონატის 16 მატჩიდან 14-ში სულ მცირე 5-ჯერ (დანარჩენ ორში - 3 და 4) ანტონიო ნობრემ ყვითელი ბარათი გამოიყენა. საერთო ჯამში, წინა სეზონში, ყველა ტურნირზე მან 40 შეხვედრაში 237 ყვითელი (საშუალოდ ერთ მატჩში 5.93) და 10 წითელი ბარათი აჩვენა, ხოლო 9-ჯერ პენალტი დანიშნა. "დინამო ბათუმისა" და ბრატისლავის "სლოვანის" დაპირისპირება თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება და პირდაპირ რეპორტაჟს აჭარის ტელევიზია შემოგთავაზებთ.

სხვა სტატიები