Belive

არბიტრი, რომელიც ფეხბურთელებმა და ფანებმა სცემეს გარდაიცვალა

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

ელ სალვადორელი არბიტრი, რომელიც ფეხბურთელებმა და ფანებმა სცემეს, შინაგანი სისხლდენით საავადმყოფოში გარდაიცვალა. 63 წლის ხოსე არნოლდო ამაია, ქალაქ მირამონტეში, "ტოლუკას" სტადიონზე, სამოყვარულო ლიგის მატჩს უძღვებოდა, რომელიც ტრაგიკულად დასრულდა. არბიტრი, რომელსაც 20-წლიანი გამოცდილება ჰქონდა, თაცდასხმის მსხვერპლი მას შემდეგ გახდა, როდესაც აგრესიულ ფეხბურთელს მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა. არბიტრი - გაძევებულმა მოთამაშემ, მისმა თანაგუნდელებმა და გულშემატკივრებმა სცემეს. ხოსე არნოლდო ამაიას, პირველადი დახმარება სტადიონზევე აღმოუჩინეს, რის შემდეგაც ზაკამილის ჰოსპიტალში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი სიცოცხლის გადარჩენა ვერ შეძლეს. მომხდარ ტრაგედიას ელ სალვადორის პრეზიდენტი გამოეხმაურა, რომელმაც აგრესიისა და ძალადობის ქმედება დაგმო და სამართალდამცველებს მოუწოდა ინციდენტში მონაწილე პირები, რაც შეიძლება სწრაფად გამოავლინონ და დასაჯონ.