Belive

არჩილ არველაძე | "ფეხბურთით დაინტერესებულ ბავშვთა სტატისტიკა განახევრებულია"

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
bm.ge არჩილ არველაძის ინტერვიუს ავრცელებს, რომელშიც იგი ქართულ ფეხბურთში არსებული პრობლემების შესახებ საუბრობს. არჩილ არველაძის მტკიცებით, საქართველოში ფეხბურთით დაინტერესებულ ბავშვთა სტატისტიკა განახევრებულია. აღნიშნულის შესახებ, არველაძემ გადაცემა BMGDrive-ში ისაუბრა. არველაძე აღნიშნავს, რომ 11 წელს ზემოთ ფეხბურთით დაინტერესებული ბავშვების რაოდენობა განახევრებულია და დღეისათვის საქართველოში მხოლოდ 18.000 ბავშვია რეგისტრირებული.
"საბჭოთა კავშირის პერიოდში, ფეხბურთით დაინტერესებული დაახლოებით 40 000 ბავშვი იყო. დღეს კი 40 000-დან 18 000-მდე ჩამოვედით. უნდა აღვნიშნოთ, რომ იმ პერიოდში ემიგრაციაში პრაქტიკულად არავინ მიდიოდა და ე.წ სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის მოსახლეობასაც ვითვლიდით. არ უნდა დაგვავიწყდეს მინიმუმ 1 მილიონი ადამიანი, რომელიც ამ წლების განმავლობაში საქართველოდან წავიდა. "პოსტსაბჭოთა ქვეყნების ახალგაზრდულ ნაკრებებს რომ ჩავხედოთ, 2-3 ქართველს ყველგან აღმოვაჩენთ, განსაკუთრებით: რუსეთში, უკრაინაში, ბელარუსში, ასევე, ევროპაში წასული ძალიან ბევრი ფეხბურთელი გვყავს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ იმავე პერიოდში სასკოლო სპორტული კომიტეტები და, ზოგადად, ინფრასტრუქტურა ძალიან განვითარებული იყო - არ არსებობდა სკოლა და უნივერსიტეტი, რომელსაც საფეხბურთო გუნდი არ ჰყავდა. დღესდღეობით ფინანსური და ინფრასტრუქტურული პრობლემები შეიქმნა, რამაც სტატისტიკაზეც იქონია გავლენა. ამიტომ აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, რომ ინფრასტრუქტურა გამართული იყოს, რომ ბავშვს ფეხბურთზე შესვლა მოუნდეს", - აღნიშნა არჩილ არველაძემ.
წყარო: bm.ge

სხვა სტატიები