Belive

არდა თურანი გერმანულ კლუბში?

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
არდა თურანი ბოლო წლებია მსოფლიო ფეხბურთში აღარ კაშკაშებს. მისი კარიერა "ბარსელონაში" გადასვლის შემდეგ სულ უკან წავიდა. ამჟამას თურქი "ბლაუგრანას" ეკუთვნის, მაგრამ როდესაც ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა გაიხსნება, თურანი თავისუფალი აგენტი ხდება. "ჰანოვერის" მთავარ მწვრთნელს, კენან კოჩაკს არდას საკუთარ გუნდში ხილვა სურს. -"სავსებით რეალურია, რომ თურანი "ჰანოვერში" ვიხილოთ. თურქი თავისუფალი აგენტი ხდება და ვიმედოვნებ, რომ არჩევანს სწორედ ჩემს კლუბზე გააკეთებს." - განაცხადა კენანმა თურქულ სპორტულ გამოცემასთან საუბრისას. "ჰანოვერმა" ბუნდესლიგა 2-ში 48 ქულით მე-6 ადგილზე დაასრულა ჩემპიონატი.

სხვა სტატიები