Belive

არდა თურანს პატიმრობა ემუქრება (ვიდეო)

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
თურქი ნახევარმცველი, არდა თურანი ახალ სკანდალში ეხვევა. "ბაშაკშეჰირის" ფეხბურთელს თურქ მომღერალზე, ბერქაი შაჰინზე თავდასხმაში ადანაშაულებენ. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, არდა თურანს 12 წლიანი პატიმრობა ემუქრება. საქმე ეხება ღამის კლუბში მომხდარ ინციდენტს, როდესაც ფეხბურთელი მომღერლის მეუღლისადმი ყურადღებას იჩენდა, ამის შემდგომ კი ფიზიკურად გაუსწორდა. არდა თურანს სექსუალურ ზეწოლაში, ფიზიკურ შეურაცხყოფასა და იარაღის უკანონო ტარებაში ადანაშაულებენ. თურქეთის ჩემპიონატში მსაჯზე ზეწოლისა და შეტევის გამო, თურანი 16 მატჩიანი დისკვალიფიკაციითა და 39 ათასი თურქული ლირით (17 878 ლარი) დააჯარიმეს. არდა თურანი "ბარსელონას" საკუთრებაა, ამჟამად არენდით სტამბოლის "ბაშაკშეჰირის" ღირსებას იცავს. კატალონიაში გადაბარგებამდე, თურანი "ატლეტიკოში" თამაშობდა, სადაც კარიერის საუკეთესო წლები გაატარა.

სხვა სტატიები