Belive

არეულობა ბარსელონაში - პიკემ და გრიზმანმა ერთმანეთს აგინეს

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
კატალონიის "ბარსელონასა" და "პსჟ-ს" დაპირისპირება საკმაოდ დაძაბული აღმოჩნდა. საბოლოო ჯამში კი კატალონიური კლუბი შინ 1:4 დამარცხდა და მათ 1/4 ფინალში გასვლის შანსი თითქმის არ დარჩათ. შეხვედრის პირველ ტაიმში, როდესაც ანგარიში 1-1 იყო, ჟერარ პიკესა და ანტუან გრიზმანს შორის კონფლიქტი და შელაპარაკება მოხდა, როდესაც სტუმარი გუნდი კუთხურის მოსაწოდებლად ემზადებოდა, პიკემ თანაგუნდელების გამხნევება სცადა:
პიკე: ერთი ხანგრძლივი გათამაშება, ამის დედაც! მიდით, ერთი ხანგრძლივი გათამაშება! გრიზმანი: დამშვიდდი, ნუ ყვირი პიკე: ამის დედაც, გრიზი გრიზმანი: შენ შე***ი. პიკე: არა, შენ შე***ი. ვიტანჯებით და ეს უკვე 5 წუთია გრძელდება. გრიზმანი: ნუ ყვირი. სიტუაციის განმუხტვას ლანგლე შეეცადა, რომელმაც კუთხურის დროს დაცვის ორგანიზება დაიწყო. პიკე: ამის დედაც, გიჟებივით დავრბივართ. გრიზმანი: მეც დავრბივარ.

სხვა სტატიები