Belive

არეულობა მეტოქის ბანაკში: ბელარუსული კლუბები ფეხბურთელებს ნაკრებში არ უშვებენ 

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ბელარუსულ ფეხბურთში დიდი არეულობაა. ერთა ლიგის ნახევარფინალში ჩვენი მეტოქე ისტორიული დაპირისპირებისთვის ამხანაგური მატჩებით ემზადება. თებერვლის ბოლომდე ბელარუსის ნაკრები ბულგარეთსა და უზბეკეთს დაუპირისპირდება, თუმცა გუნდის ბირთვმა შესაძლოა ამ მატჩებში მონაწილეობა ვერ მიიღოს. საქმე ისაა, რომ ბრესტის "დინამოს", "ბატეს" და "შახტიორის" ხელმძღვანელობამ ეროვნულ გუნდში ფეხბურთელების გაგზავნაზე უარი თქვა. მიზეზი მოახლოებული სეზონის სამზადისი და მოთამაშეების გადატვირთვაა. პროტესტს ბელარუსის ფეხბურთის ფედერაცია გამოეხმაურა, რომელმაც კლუბების მიმართ უკმაყოფილება გამოხატა. ფედერაციის ოფიციალურ განცხადებაში ეწერა, რომ მათ ეროვნულ ნაკრებს მრავალი წლის განმავლობაში პირველად ევროპის ჩემპიონატზე გასვლის რეალური შანსი აქვს და კლუბების ეს დამოკიდებულება მათთვის მიუღებელი და აღმაშფოთებელია. ფედერაციაში განიხილავენ შესაბამის წესებს და აღმასრულებელი კომიტეტის სხდომის შემდეგ, კლუბების წარმომადგენლებს შეხვდებიან, რის მერეც გადაწყდება ითამაშებენ თუ არა ფეხბურთელები ამხანაგურ მატჩებში. ბელარუსის ნაკრები ამხანაგურ შეხვედრებს 23 და 26 თებერვალს გამართავს, ჩვენი მეტოქის წამყვანი მოთამაშეები კი შესაძლოა უმნიშვნელოვან დაპირისპირებას ნაკლები სათამაშო პრაქტიკით შეხვდნენ.

სხვა სტატიები