Belive

არგენტინა Vs. ჩილე (პრევიუ)

4 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ
კოპა ამერიკა დასასრულს უახლოვდება და დიდ ინტერესს იწვევს მატჩი მესამე ადგილისთვის. დღეს, 6 ივლისს თბილისის დროით 23:00 საათზე ერთმანეთს არგენტინა და ჩილე დაუპირისპირდებიან. ბოლო წლების დაპირისპირებების გათვალისწინებით, შეხვედრა უდიდეს ინტერესს იწვევს.

რატომ მოიგებს არგენტინა?

არგენტინის ნაკრები მიმდინარე კოპა ამერიკაზე არც ისე კარგად გამოიყურება. შეიძლება ითქვას, რომ ცუდადაც კი თამაშობს. არგენტინელთა მთავარი სისუსტე მათი მწვრთნელი ლიონელ სკალონია, რომელიც გამორჩეულია უცნაური გადაწყვეტილებებით. არგენტინის მთავარი იარაღი მათივე კაპიტანი, ლიონელ მესია, რომელსაც ნებისმიერ მომენტში შეუძლია მატჩის ბედის გადაწყვეტა. გუნდში არის სერხიო აგუერო, რომელიც გასულ სეზონში პრემიერ ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე იყო. პრობლემებია დაცვის ხაზსა და ნახევარდაცვაში. არგენტინელთა მთავარი მოტივაცია ბოლო ორი კოპა ამერიკაა, რადგან მათ სწორედ ჩილესთან წააგეს ფინალური შეხვედრები.

რატომ მოიგებს ჩილე?

ჩილეს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები საკმაოდ კარგად დაკომპლექტებული გუნდია. შეტევა, ნახევარდაცვა და დაცვა თანაბარი სიძლიერით გამოირჩევა. ბოლო წლების განმავლობაში, ჩილელები არგენტინელებისთვის უხერხულ მეტოქეს იქცნენ. როგორც უკვე აღვნიშნეთ, მათ ბოლო ორი კოპა ამერიკის ფინალში სწორედ არგენტინელებს სძლიეს და ზედიზედ ორჯერ გახდნენ ჩემპიონები. დღევანდელ შეხვედრაში მათი მოტივაცია ისევ არგენტინის დამარცხება და მესამე ადგილის დაკავებაა.

გზა ოთხეულამდე - არგენტინა

არგენტინის ეროვნული ნაკრები ოთხეულამდე საკმაოდ დიდი ბრძოლის შედეგად მოვიდა. სკალონის მომზადებულმა გუნდმა ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა. ისინი კოლუმბიას ჩამორჩნენ. არგენტინამ სამი თამაშიდან ერთი მოიგო და ისიც ყატართან 2:0, ფრედ დაასრულა შეხვედრა პარაგვაისთან, 1:1 და წააგო კოლუმბიასთან 2:0. გუნდმა გაიტანა 3 ბურთი და ამდენივე გაუშვა. მეოთხედფინალში არგენტინელები ვენესუელას დაუპირისპირდნენ და 2:0 დაამარცხეს, ხოლო ნახევარფინალში მასპინძელი ბრაზილიის ბარიერი ვეღარ გადალახეს.

გზა ოთხეულამდე - ჩილე

ჩილემ თავის ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა. ჩილელებმა ჯგუფში ორი თამაში მოიგეს, ხოლო ერთში დამარცხდნენ. 4:0 გაანადგურეს იაპონიის ნაკრები, 2:1 მოუგეს ეკვადორს, ხოლო 0:1 დამარცხდნენ ურუგვაისთან. მეოთხედფინალში კოლუმბიასთან თერთმეტ მეტრიანების სერიაში გაიმარჯვეს და ნახევარფინალის საგზური მოიპოვეს, სადაც პერუმ უშანსოდ, 3:0 მოუგო. შეგახსენებთ, რომ არგენტინისა და ჩილეს დაპირისპირება დღეს, 6 ივლისს თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.  

სხვა სტატიები