Belive

არგენტინელი ლეგენდარული ფეხბურთელი მძარცველების თავდასხმის შედეგად გარდაიცვალა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
სამწუხაროდ დღეს არგენტინელი ლეგენდარული ფეხბურთელი ტომას ფელიპე კარლოვიჩი 71 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი გარდაცვალება საშინელ პირობებში მოხდა. ორი დღის წინ არგენტინელ ვარსკვლავს საკუთარ სამშობლოში მძარცველები დაესხნენ თავს და ველოსიპედის წართმევის მიზნით, თავში მძიმე საგანი ჩაარტყეს. დარტყმის შედეგად კარლოვიჩს ინსულტი დაემართა და ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს. არგენტინელი კომაში იმყოფებოდა და მრავალი ცდის მიუხედავად ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს. ტომასი არგენტინაში ძალიან უყვარდათ, მას თვით დიეგო მარადონაც აფასებდა და თვლიდა, რომ ტომასი საუკეთესო ფეხბურთელი იყო. ჯერჯერობით პოლიციამ მძარცველების კვალს ვერ მიაგნო.

სხვა სტატიები