Belive

არგენტინელი მეკარე ევროპული გრანდების ყურადღების ქვეშ მოექცა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ევროპული ფეხბურთის გრანდები არგენტინელი მეკარით დაინტერესდნენ. მადრიდის "ატლეტიკოს", "პსჟ-ს" და ტურინის "იუვენტუსს" "ბოკა ხუნიორსის" 28 წლის გოლკიპერის ესტებან ანდრადას დამატება სურთ. არგენტინის ნაკრების ახალწვეულს კლუბთან კონტრაქტი 2023 წლამდე აქვს, რომლის გამოსასყიდი თანხაც 22 მილიონ ევროს შეადგენს. ანდრადა "ბოკაში" 2018 წლის ზაფხულში, "ლანუსიდან" გადავიდა და გუნდის მთავარი მეკარეც გახდა.

სხვა სტატიები