Belive

არგენტინელი მწვრთნელი, რომელმაც გარდაცვლილი შვილისთვის მიცემული პირობა შეასრულა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

30 დეკემბერს, გამთენიისას, მექსიკის ჩემპიონატის პლეი-იფის ფინალური დაპირისპირება გაიმართა. "მონტერეი" სტუმრად "კლუბ ამერიკას" დაუპირისპირდა და მეტოქე პენალტებში დაამარცხა. გუნდებს შორის გამართული პირველი შეხვედრა "მონტერეის" 2:1 ჰქონდა მოგებული, დღევანდელ შეხვედრაში კი გუნდი იმავე ანგარიშით დამარცხდა. დამატებით დროში გოლი არ გასულა, ტიტულის მფლობელი სწორედ თერთმეტმეტრიანების სერიამ გამოავლინა. აღნიშნული წარმატება "მონტერეის" მწვრთნელ, ანტონიო მოჰამედისთვის ორმაგად ემოციური გამოდგა. არგენტინელ სპეციალისტს 2006 წელს ავტოკატასტროფაში შვილი დაეღუპა. ფარიდი სწორედ მონტერეიში გაიზარდა. ანტონიო გარდაცვალებამდე ბიჭს დაჰპირდა, რომ ერთ დღეს "ჰურაკანს" უმაღლეს ლიგაში დააბრუნებდა, შემდეგ კი - "მონტერეისთან" ერთად მექსიკის ჩემპიონატს მოიგებდა. ასეც მოხდა, ანტონიომ ორივე დანაპირები შეასრულა. საჩემპიონო პენალტის შემდეგ, როდესაც "მონტერეის" ყველა წევრი გამარჯვებას აღნიშნავდა, ანტონიო თავისი სკამიდან არ ამდგარა. არგენტინელმა ცრემლები ვერ შეიკავა და ატირდა. თუ რას გრძნობდა ამ მომენტში ანტონიო, ალბათ, ვერავინ ვერასდროს გაიგებს.

იხილეთ ვიდეო: 

სხვა სტატიები