Belive

არგენტინელი სუპერვარსკვლავის მორიგი რეკორდი

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
თანამედროვე ფეხბურთში ლიონელ მესი არაერთ ახალ რეკორდს ამყარებს. საქმე ამჯერად "კოპა დელ რეიზე" ჩატარებული მატჩების რაოდენობას ეხება. არგენტინელმა ფეხბურთელმა 75 მატჩიან ნიშნულს მიაღწა და ამით ხოსეპ სამიტიერის მიღწევა გაიმეორა. ესპანელი ფეხბურთელი "ბარსელონაში" 1944-1947 წლებში თამაშობდა. მანამდე კი სამიტიერი "ატლეტიკოს" ღირსებას იცავდა. ეჭვი არავის ეპარება იმაში, რომ ლიონელ მესი ამ მაჩვენებელს გააუმჯობესებს და გახდება ფეხბურთელი, რომელსაც ყველაზე მეტი მატჩი აქვს ჩატარებული "სამეფო თასზე." მესისა და სამიტიერის შემდეგ 73 ჩატარებული მატჩით ანდრეს ინიესტა იწონებს თავს.

სხვა სტატიები