Belive

არგენტინის დამარცხების შემდეგ, საუდის არაბეთში სახალხო დღესასწაული გამოცხადდა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

დღეს მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი სენსაცია დაფიქსირდა, სადაც საუდის არაბეთმა არგენტინა 2:1 დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ განცდილი მარცხის შემდეგ, “ალბისელესტეს” 36-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყდა.

აღნიშნული გამარჯვება არაბი გულშემატკივარისთვისაც მოულოდნელი იყო. ფანები ემოციებს ვერ მალავდნენ და ზეიმს მოედნის გარეთაც განაგრძობდნენ. საუდის არაბეთის მეფემ სალმან იბნ აბდულ-აზიზ ალ საუდმა არგენტინის დამარცხების შემდეგ, ოთშაბათი დღე საყოველთაო დღესასწაულად გამოაცხადა და გულშემატკივრებს შეუძლიათ, რომ ზეიმი კიდევ განაგრძონ.

შემდეგი შეხვედრა საუდის არაბეთს 26 ნოემბერს პოლონეთის წინააღმდეგ ელის. აღნიშნული მატჩი თბილისის დროით 17:00 საათზე გაიმართება.

სხვა სტატიები