Belive

არგენტინის ნაკრებმა იტალიასთან მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

არგენტინის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლიონელ სკალონიმ, იტალიასთან გასამართი მატჩისთვის (ფინალისიმა 2022) 29 ფეხბურთელი გამოიძახა. შემადგენლობაში ერთი დებიუტანტი, ,,ფეიენოორდის'' მცველი, მარკოს სენესი მოხვდა. არგენტინის ნაკრების შემადგენლობა: მეკარეები: ემილიანო მარტინესი, ფრანკო არმანი, ხერონიმო რული, ხუან მუსო. მცველები: გონსალო მონტიელი, ნიკოლას ოტამენდი, მარკოს აკუნია, ნეუენ პერესი, ხუან ფოიტი, ლისანდრო მარტინესი, ნაუელ მოლინა, კრისტიან მორენო, ხერმან პეცელა, ნიკოლას ტალიაფიკო, მარკოს სენესი. ნახევარმცველები: ალექსის მაკ ალისტერი, როდრიგო დე პაული, ანხელ დი მარია, ნიკოლას გონსალესი, ალეხანდრო გომესი, ჯოვანი ლო სელსო, გვიდო როდრიგესი, ეზეკიელ პალასიოსი. თავდამსხმელები: ლეო მესი, პაულო დიბალა, ხოაკინ კორეა, ლაუტარო მარტინესი, ანხელ კორეა, ხულიან ალვარესი.


იტალიასა და არგენტინას შორის მატჩი პირველ ივნისს, ,,უემბლიზე'' გაიმართება.

სხვა სტატიები