Belive

არგენტინის ფანმა სხეულზე ნაკრების ყველა ფეხბურთელის გვარი ამოისვირინგა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
არგენტინის ეროვნული ნაკრების ფანმა კოპა ამერიკის მოგების შემდეგ, ტატუ გაიკეთა და ,,ალბისელესტეს'' მთელი შემადგენლობა ზურგზე დაიწერა. მის სხეულზე 28 ფეხბურთელისა და მთავარი მწვრთნელის გვარი,  და, ასევე, ტიტულის მოგების თარიღია ამოსვირინგებული.

კოპა ამერიკის ფინალში არგენტინის ეროვნულმა ნაკრებმა ბრაზილია ანხელ დი მარიას გოლით 1:0 დაამარცხა და ტურნირის გამარჯვებული ისტორიაში მეთხუთმეტედ გახდა. ამ მხრივ ,,ალბისელესტე'' ურუგვაის ნაკრებს გაუთანაბრდა.

სხვა სტატიები