Belive

არგენტინის საჩემპიონო მსვლელობას მსხვერპლი მოჰყვა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ტრიუმფატორს, სამშობლოში დიდებული დახვედრა მოუწყვეს. არგენტინის საჩემპიონო მსვლელობას ბუენოს აირესში 4 მილიონზე მეტი გულშემატკივარი დაესწრო.

სამწუხაროდ, მსვლელობას ექსცესების გარეშე არ ჩაუვლია. გავრცელებული ინფორმაციით, 1 გულშემატკივარი დაიღუპა, ხოლო 1 ბავშვი საავადმყოფოში კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება.

სოციალურ ქსელებში გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ერთ-ერთი ფანი ავტობუსში მოხვედრის მიზნით ხიდიდან გადახტომას ცდილობს. გულშემატკივარი ავტობუსს დაეცა და ჩამოვარდა.

საჩემპიონო მსვლელობას არც არეულობის გარეშე ჩაუვლია. ფანების დასაშლელად, სპეციალური საპოლიციო ღონისძიებების ჩატარება გახდა საჭირო.


111-1



სხვა სტატიები