Belive

არგენტინისა და ბრაზილიის სკანდალური მატჩის არბიტრმა პირველი კომენტარი გააკეთა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
კოპა ამერიკას ნახევარფინალში, ბრაზილიისა და არგენტინის მატჩი საკმაოდ სკანდალური გამოდგა. "ალბისელესტეს" გულშემატკივარი და ფეხბურთელები მსაჯის ორმა გადაწყვეტილებამ გააღიზიანა. შეგახსენებთ, რომ არგენტინელი ფეხბურთელები ბრაზილიელებმა 2-ჯერ საკამათოდ წააქციეს, თუმცა როდი სამბრანო ოლმედომ VAR არ გამოიყენა. ვენესუელელმა არბიტრმა აღნიშნულ ეპიზოდებში პირველი კომენტარი გააკეთა. "VAR-ის ოთახში გადახედეს ეპიზოდს და მიიჩნიეს, რომ პენალტი 50/50-ზე იყო. მათ მომენტის გადასამოწმებლად არ დამიძახეს. "ორშაბათის ანგარიშში დავწერე, რომ VAR-ის არბიტრებს ჩემი ეკრანთან მოხმობა შეეძლოთ," - თქვა ოლმედომ.  

სხვა სტატიები