მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდის, არგენტინელი – დიეგო არმანდო მარადონას გარდაცვალების გამო, არგენტინის პრეზიდენტმა – ალბერტო ფერნანდესმა ქვეყანაში 3 დღიანი გლოვა გამოაცხადა.
Argentina’s president has declared three days of national mourning following the death of Diego Maradona pic.twitter.com/t6XZLiVUmI
— B/R Football (@brfootball) November 25, 2020
ლეგენდარული არგენტინელი 60 წლის ასაკში გარდაიცვალა. არგენტინული მედიის თანახმად, მარადონა გულის შეტევით, საკუთარ სახლში გარდაიცვალა.
შეგახსენებთ, რომ დიეგოს რამდენიმე კვირის წინ ტვინის ზედაპირზე სისხლის შედედება, ჰემატომა აღმოაჩნდა, რომელიც ქირურგიული ჩარევით მოაშორეს.