Belive

არიენ რობენის მომავალი ორ კლუბს უკავშირდება

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
34 წლის ჰოლანდიელი ფეხბურთელი არიენ რობენი მიუნხენის "ბაიერნში" უკანასკნელ სეზონს ატარებს. ცნობილი გერმანული გამოცემების თანახმად იგი მომავალი სეზონიდან სამშობლოში ბრუნდება, არჩევანს კი ორ კლუბს შორის გააკეთებს - "პსვ" ან "გრონინგენი". ჰოლანდიელმა გარემარბმა ასევე აღნიშნა, რომ თუ კარიერას სამშობლოში არ გააგრძელებს შესაძლოა "რეკორდმაისტერი" მისთვის უკანასკნელიც გამოდგეს. შეგახსენებთ, რობენმა პროფესიონალური კარიერა 2000 წელს "გრონინგენში" დაიწყო, მან 46 მატჩში 8 გოლის გატანა მოახერა. 2002 წელს კი "პსვ"-ს შეუერთდა, სადაც 2 წელი გაატარა და გულშემატკივარს თავი 18 გოლით დაამახსოვრა. რაც შეეხება მის გერმანულ ოდისეას, "ბაიერნის" ღირსებას 2009 წლიდან იცავს და დღემდე 129 გოლის გატანა მოახერხა.  

სხვა სტატიები