Belive

არიენ რობენმა კარიერა დაამთავრა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
გასული ორი ათწლეულის ერთ-ერთმა გამორჩეულმა ფეხბურთელმა, არიენ რობენმა, კარიერა დაამთავრა. 37 წლის ასაკში, ნიდერლანდელი ფეხბურთელმა "ბუცების ლურსმანზე ჩამოკიდება" გადაწყვიტა. არიენ რობენი უნიკალური საფეხბურთო თვისებებით გამოირჩეოდა - მისი საფირმო ცრუმოძრაობები ყველა მცველისთვის ცნობილი იყო, თუმცა ბრწყინვალე დრიბლინგისა და სისწრაფის ხარჯზე, ნიდერლანდელი რამდენიმე ფეხბურთელის მოტყუებას, მარჯვენა ფლანგიდან შეჭრას და მეკარისგან შორეულ კუთხეში დარტყმას თავისუფლად ახერხებდა. კარიერის განმავლობაში, რობენი "გრონინგენში" (2000-2002), "პსვ-ში" (200-2004), "ჩელსიში" (2004-2007), "რეალში" (2007-2009), "ბაიერნსა" (2009-2019) და კვლავ მშბლიურ "გრონინგენში" (2020-2021) თამაშობდა. ამ პერიოდის განმავლობაში, ყველა ტურნირზე, მან 710 მატჩი გამართა, სადაც 246 გოლს, 200 საგოლე პასსა და 30 ტიტულს მოუყარა თავი. წარმატებების ფონზე, იყო შავი ლაქაც: მის კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მომენტი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი იყო, სადაც ერთი-ერთზე გასულმა, იკერ კასილასს გოლი ვერ გაუტანა - მომენტი, რომელიც ფეხბურთის თითოეულ მოყვარულს კარგად ახსოვს. თუმცა ისიც არ უნდა დავივიწყოთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალში, გამარჯვების გოლი სწორედ მან გაიტანა.

თვალი გადავავლოთ გენიალური, მფრინავი ნოდერლანდელის კარიერიდან გამორჩეულ მომენტებს

სხვა სტატიები