Belive

არის თუ არა შორეული დისტანციიდან გატანილი გოლები გადაფასებული (ვიდეო)

5 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
შორეული დისტანციიდან გატანილ გოლებს უამრავი გულშემატკივრისათვის მიუნიჭებია აღფრთოვანება, მაგრამ სკეპტიკოსებიც საკმაოდ ჰყავს. თანამედროვე ფეხბურთში სულ უფრო აქტუალური ხდება კითხვა: არის მოედნის ცენტრიდან გატანილი გოლები გადაფასებული? დევიდ ბექჰემმა სულ რაღაც 2.8 წამში, მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში სამუდამოდ დაიმკვიდრა ადგილი. (დრო, რომელიც ბექჰემის ფეხიდან გასროლილ ბურთს „ნოტინგემის“ კარის ბადეში გასახვევად დასჭირდა). 1970 წელს, ლეგენდარული პელეს გასროლილი კარს ასცდა. 1990-ში კრის უოდლი იყო ახლოს შორეული გოლის გატანასთან. 1996 წელს კი, ბექჰემი გახდა ფეხბურთელი, რომელმაც მსოფლიო ულამაზეს სანახაობას აზიარა. „მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველის მიერ 50 მეტრიდან გატანილი გოლი, მსოფლიოს გავლენიანი ტაბლოიდების მთავარ თემად იქცა.
პრემიერლიგის ერაში დევიდ ბექჰემმა სამუდამოდ დაიმკვიდრა ადგილი, როგორც საკულტო გოლის ავტორმა. სწორედ მან შექმნა შთაბეჭდილება, რომ ფეხბურთში შეუძლებელი აღარაფერი იყო და ნებისმიერი პოზიციიდან შეიძლებოდა გოლის გატანა. ამასთანავე, ბექჰემის გოლი გახდა ნათელი მაგალითი იმისა თუ როგორ და რატომ არის გადაფასებული ასეთი გოლები. 2002 წელს, პრემიერლიგის 10 წლიანი ისტორიის საუკეთესო გოლად, სწორედ ბექჰემის მიერ გატანილი 50 მეტრიანი გოლი აღიარეს. ბექჰემმა უდავოდ ბრწყინვალე გოლი გაიტანა, მაგრამ ტექნიკური თვალსაზრისით იყო თუ არა ტონი იებოას ფენომენალურ, ან თუნდაც დენის ბერგკამპის ფანტასტიკურ გოლზე ლამაზი? არ დავივიწყოთ აგრეთვე მეთ ლი ტისიეს გასროლა. როდესაც გატანილი გოლი საყოველთაო განსჯის საგანი ხდება ყოველთვის ჩნდება მიკერძოებული აზრი. მაგალითად, „მანჩესტერ იუნაიტედის“ გულშემატკივრებისათვის მანჩესტერულ დერბიში, რუნის მიერ გატანილი მაკრატელა პრემიერლიგის 20 წლიანი ისტორიის საუკეთესო გოლია. მნიშვნელობა არ აქვს საუკეთესო გოლის გამოვლენაში გულშემატკივრები იღებენ მონაწილეობას თუ პროფესიონალი მიმომხილველები - შედეგი ყოველთვის აზრთა სხვადასხვაობას იწვევს. 2017 წელს, ინგლისის სხვადასხვა ლიგებში, განსხვავებული პოზიციიდან არაერთი ფანტასტიკური გოლი გავიდა. თუმცა დაჯილდოვების ცერემონიალზე საუკეთესოდ „ლუტონის“ ფეხბურთელის, ოლი ლის მიერ 55 მეტრიდან გატანილი გოლი დასახელდა.

სხვა სტატიები