Belive

არსენ ვენგერი დიდ საფეხბურთო ავანსცენას უბრუნდება!

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ლეგენდარული ფრანგი მწვრთნელი, არსენ ვენგერი რამდენიმე თვეში დიდ საფეხბურთო ავანსცენას დაუბრუნდება, ამის შესახებ თვითონ არსენმა ისაუბრა - "მე სამწვრთნელო კარიერას ვერ დავასრულებ, იმიტომ რომ ბოლო 35 წელიწადია დაუსვენებლად ვმუშაობ, 2-3 თვე დასვენება ჩემი ჯანმრთელობისთვის კარგი იქნება, შემდეგ კი ყველაფერი თავიდან დაიწყება." - განაცხადა არსენ ვენგერმა შეგახსენებთ, რომ ვენგერის სამწვრთნელო კარიერა 1984 წელს "ნანსიში" დაიწყო, 1987 წლიდან 1994 წლამდე კი იგი "მონაკოს" წვრთნიდა, სადაც რამდენიმე დღის წინ მწვრთნელად სწორედაც ვენგერის შეგირდი, ტიერი ანრი დანიშნეს, 1995/96 წლებში ვენგერი ნაგოიას მთავარი მწვრთნელი იყო, 1996 წელს კი ლონდონში იხმეს და "არსენალს" 2018 წლამდე წვრთნიდა, წელს კი "მეთოფეთა" ხელმძღვანელებმა ვენგერი დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფელს და მის ადგილას უნაი ემერი დანიშნეს, საინტერესოა სად გააგრძელებს კარიერას თვითონ ვენგერი.

სხვა სტატიები